კორონავირუსი და ეკონომიკა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი: II კვარტალში ეკონომიკა 10.7%-ით შემცირდება

benjielayug.com

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით შემცირდება.

როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში აცხადებენ, ეკონომიკური ზიანი გამოწვეულია როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკისგან:

"ერთის მხრივ, მოსახლეობის თვითიზოლაცია და სხვადასხვა ტიპის აკრძალვები განაპირობებენ ერთობლივი მოთხოვნის ძლიერ შემცირებას, მეორეს მხრივ სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება და ინვესტიციების შემცირება ეკონომიკაში განაპირობებენ ძლიერი მიწოდების შოკს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანახმად, მოსალოდნელია, რომ იმპორტის მოცულობა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ექსპორტი.

კომენტარები