აშშ-საქართველოს ურთიერთობები

კინზინგერი: მთავრობას მოვუწოდებ, სწრაფად ჩართონ ამერიკული ინვესტიციები ანაკლიის პროექტში

როდესაც ინვესტიციებს ეხება საქმე, ეს ყველასთვის ყველგან შეიძლება იყოს შეშფოთების საგანი. მე ამას ვიტყოდი - ვფიქრობ, ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას ძალიან უნდა ამერიკა დაინტერესებული იყოს მათი ქვეყნით. უნდა გავაგრძელოთ ისეთ გარემოს შექმნაზე მუშაობა, სადაც ინვესტიციები ხელშოწყობილი და მისასალმებელია, ხოლო რეგულაციები თავისუფალი და სამართლიანი კლიმატის შექმნის მიღმა სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენება. აშშ-ში ასეა, ქართულ კომპანიას, რომელსაც სურს ინვესტიციის ჩადება აშშ-ში ისევე ექცევიან, როგორც ამერიკულ კომპანიას, თუ საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას არ ეხება. სულ ესაა, რაც გვსურს, საქმეების დეტალების განხილვას არ ვაპირებ. მთავრობამ მე მითხრა, რომ პორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მჯერა და მოვუწოდებ მათ, რაც შეიძლება მალე ჩართონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში.

კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ამერიკის ხმის ეთერში ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კომენტარები