ირაკლი კობახიძე

კობახიძე ოპოზიციაზე: მათში არის ჩაბუდებული ბოროტი სული, კლასიკაა, კეთილი იმარჯვებს ბოროტზე

მათში არის ჩაბუდებული ბოროტი სული. როდესაც ბოროტით მოქმედებ და ბოროტი განზრახვით მოქმედებ, რაც არ უნდა ტელევიზია გქონდეს, იქ მოპარული ფული გქონდეს დაგროვილი, იქ ლეიბორისტული პარტიის ოფისი გქონდეს და ა.შ, ეს არ შველის საქმეს, რადგან საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ეს არის კლასიკა, კეთილი იმარჯვებს ბოროტზე. ამ ბოროტისგან ისინი ვერ თავისუფლდებიან. 

ეს ბოროტება არ არის პრაგმატული არჩევანი, მათთვის ეს არის მრწამსის საქმე. ეს არის მათი მრწამსის შემადგენელი ნაწილი - მათ ჰგონიათ, რომ საინტერესოა, იყო ბოროტი და მოქმედებდე ასეთი სულისკვეთებით.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, POSTV-ის ეთერში, შალვა რამიშვილთან ინტერვიუში.

კომენტარები