საარჩევნო შეთანხმება

ზურაბიშვილი: სენატორებთან კომუნიკაცია არ მქონია, რადგან ეს არ არის ჩემი დონე

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ტერმინ "პოლიტპატიმრის" გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი ცუდად ინფორმირებულები არიან. მისივე თქმით, მას პირადი კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე სენატორებთან არ ჰქონია, რადგან "ეს არ არის მისი დონე".

"არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი დონე. თუ არ შევხვდები რომელიმე კონფერენციაზე ან ისეთ პირობებში, როგორც აქ როცა იყვნენ თავის დროზე მაკკეინის კონფერენციაზე",- ამბობს ზურაბიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში. 

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის გეგმავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მეტი თავშეკავება მოითხოვოს, რადგან თავად პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ითამაშა როლი - "ეს იქნება აუცილებელი. ამას მივყვები, ეს იქნება Twitter-ის პასუხებით თუ პირადი კონტაქტებით" – თქვა ზურაბიშვილმა. 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. თუმცა, პრეზიდენტი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, "ვინაიდან საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები".

8 მარტის შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყვნენ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა. ოქრუაშვილი და უგულავა 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, თუმცა, 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება და ის პატიმრობაში დატოვა.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

კომენტარები