ახალი კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე: ოცნებამ მოღვაწეობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაიწყო, დღემდე ასეა

ცვლილებების მიღების შემდეგ აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადება და პარლამენტში მისი მხარდაჭერა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი არ შეეშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. ქართული ოცნების გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ ცვლილებების არსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის დაცვას.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ. ცნობისთვის, ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

კომენტარები