არჩევნები 2020

ვაშაძე: ვაპირებ მაჟორიტარობას, სავარაუდოდ, თბილისში

ოპოზიცია საერთო სამოქმედო გეგმით მოქმედებას აგრძელებს, ნოემბრის შემდეგ საერთო სტრატეგია გვაქვს და ახალ ფაზაში გადავდივართ ამ სტრატეგიის.

დღეს გავრცელდება ერთობლივი განცხადება და კიდევ ერთხელ მკაიფიოდ ნახავთ ჩვენს პოზიციას, რომ აუცილებელი არის გიორგი რურუას გათავისუფლება, რომ მოხდეს საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის თანხმობა და ჩვენ პრინციპულად ვაყენებთ ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

ჩვენ შევაფასეთ ის გარემოება და აბსოლუტურად ღიად უნდა ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ სრულად დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა და ფაქტობრივად, ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ხელს შეუწყობს ოქტომბერში ახალი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც ქართულ დემოკრატიას სჭირდება.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული და ალბათ ერთი-ორი კვირის ვადაში ყველა პარტია უკვე ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ, თბილისში

ამის შესახებ ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.

კომენტარები