საარჩევნო შეთანხმება

მელია: თუ ივანიშვილი რურუას ციხიდან არ გამოუშვებს, 8 მარტის შეთანხმება არ აღსრულდება

ივანიშვილი ბატონ გიორგი რურუას ციხიდან თუ არ გამოუშვებს, მისი პირადი ტყვეობიდან, ეს შეთანხმება მაინც არ აღსრულდება. ოპოზიციური პარტიები მხარს არ დავუჭერთ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესშივე არის, რომ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა, გაათავისუფლოს. ამ შემთხვევაში მას არ დასჭირდება სალომე ზურაბიშვილი. მას მხოლოდ დასჭირდება, მე ვფიქრობ, მორჩილი ირაკლი შოთაძე. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ლეიბოსირტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების დაწყებამდე. ოპოზიციის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა 15 მაისს პოლიტპატიმრები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის აუცილებლად მიიჩნევა გიორგი რურუას გათავისუფლებასაც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები