საარჩევნო შეთანხმება

კახიძე: ივანიშვილს მოუწევს პასუხისგება აშშ-ის და ევროკავშირის ასე უტიფრად გადაგდებისთვის

ივანიშვილს პირადად მოუწევს პასუხისგება აშშ-ის და ევროკავშირის ასე უტიფრად გადაგდებისთვის.

მას თუ ჰგონია, თან დასავლეთის სიკეთეებით ისარგებლებს და თან ასე უტიფრად მოატყუებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, ძალიან ცდება.

მასზე უფრო მდიდარი და გავლენიანი პირებიც დაქვემდებარებულან სანქციებს დასავლეთის მხრიდან და ისიც ჩადგება ამ რიგში. და ამ ქარის საწინააღმდეგოდ ფურთხებას, რომელსაც ის აგრძელებს ამ თვეების განმავლობაში, ექნება მისთვის ძალიან ტრაგიკული დასასრული.

ამიტომ, გონს მოეგოს და შეასრულოს დაპირება, რომელიც გასცა ქართველო ხალხის წინაშე, და რომელი დაპირების გაცემასაც და შეთანხმების ხელმოწერასაც ესწრებოდნენ საქართველოს მეგობრები ევროკავშირიდან და აშშ-დან

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე TV პირველის ეთერში 8 მარტის შეთანხმების იმ ნაწილზე საუბრობს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება. ქართული ოცნების მტკიცებით, დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს. საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების განცხადებით კი, 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები