კორონავირუსი საქართველოში

ექიმი: COVID 19-ით გარდაცვლილ მე-11 პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა

ფორმულა

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-11 პაციენტი ბათუმში, კლინიკა მედალფაში მკურნალობდა. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ალექსი გოხელაშვილის ინფორმაციით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც მდგომარეობა გაართულა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 80 წელს გადაცილებულია. 

"თავიდან მკურნალობდა ჩვეულებრივად თერაპიულ განყოფილებაში, დამძიმების შემდეგ უკვე გადავიყვანეთ რეანიმაციაში", - ამბობს ექიმი. 

გოხელაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში მძიმე პაციენტები აღარ არიან და ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის "მედალფაში" 13 ინფიცირებული რჩება. 

11 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11- გარდაიცვალა.

კომენტარები