საგანგებო მდგომარეობა

რა შეზღუდვები იხსნება 11 მაისიდან

ტაბულა

ხვალიდან, 11 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვა ნაწილი იხსნება.

კერძოდ:

  • თბილისში მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა აკრძალვა უქმდება - ქალაქში შესვლა და ქალაქიდან გასვლა დასაშვები ხდება, გარდა მოლებისა და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებისა.
  • ასევე, გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია გაიხსნება, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს.
  • 11 მაისიდან სრულად აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი და სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება.

მაღაზიების გახსნა 25 მაისიდან იგეგმებოდა, თუმცა, გახარიას თქმით, არსებული ეპიდსიტუაცია შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის საშუალებას იძლევა.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტიდან მოქმედებს. ძალაში რჩება კომენდანტის საათი, კვლავ დახურული კაფე-ბარები, რესტორნები და სასტუმროები, სილამაზის სალონები, ასევე, სავაჭრო ცენტრები.

კომენტარები