კორონავირუსი

ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება აღუთქვა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა, მოკავშირე ქვეყანას, ჩრდილოეთ კორეას, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

სის თქმით, ის ჩრდილოეთ კორეის მდგომარეობასა და მისი ხალხის ჯანმრთელობაზე ძალიან შეშფოთებულია.

სი ძინფინგმა ამ განცხადებით ჩრდილოეთ კორეის წერილს უპასუხა. ჩინური პროპაგანდული მედიის განცხადებით, კიმ ჩენ ინმა სის კორონავირუსთან ბრძოლაში "მიღწეული წარმატება" მიულოცა. 

ჩინეთის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამ დრომდე, ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ კომუნისტურ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურებულა. თუმცა, ამის ნამდვილობა ეჭვქვეშაა.

თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან დაბრუნებულ ჩრდილო კორეელ ჩინოვნიკს კარანტინის დარღვევისთვის დახვრეტა მიუსაჯეს.

მარტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახალი თანამედროვე საავადმყოფოს აშენების ბრძანება გასცა.

კომენტარები