Banksy-მ ახალი ნამუშევარი შექმნა და ის მედიკოსებს მიუძღვნა.
ნახატი საუთჰემპტონის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების განყოფილებაში შესასვლელთან ახლოს გამოჩნდა.
ნამუშევარში ჩანს, რომ დაჩოქილი ბავშვი საქაღალდე ურნიდან მედდის ფიგურას იღებს, რომელსაც პირბადე უკეთია და მოსასხამი აცვია, ურნაში კი სხვა სუპერგმირები - ბეტმენი და სპაიდერმენი რჩებიან.
გარდა ნამუშევრისა, Banksy-მ მედიკოსებისთვის წერილიც დატოვა.
"დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. იმედი მაქვს, რომ ეს თქვენ დღეს გაანათებს, თუნდაც ის მხოლოდ შავ-თეთრი იყოს", - წერია წერილში.




![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)
