Banksy

BBC: ბენქსი დაკარგულ ინტერვიუში ჟურნალისტს საკუთარ სახელს უზიარებს

Banksy-ს ნამუშევარი "Flower Thrower"
Sotheby's

BBC-მ დაკარგული ინტერვიუა აღმოაჩინა, რომელშიც ცნობილი ბრიტანელი არტისტი საკუთარ სახელზე ლაპარაკობს.

ეს არის ერთ-ერთი პირველი, რადიოსთვის ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც 2003 წლით თარიღდება. ინტერვიუერი BBC-ის ჟურნალისტი ნაიჯელ რენჩია, რომელმაც დაკარგული ჩანაწერი საკუთარ სახლში აღმოაჩინა.

ინტერვიუს მსვლელობისას რენჩი მხატვარს ეკითხება: "თქვენი სახელი რობერტ ბენქსია"? რაზეც არტისტი პასუხობს: "რობი". 

Banksy ბრიტანელი ქუჩის არტისტი, მხატვარი და პოლიტიკური აქტივისტია. მისი ცნობილი გრაფიტები ბრისტოლის ქუჩებში 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები