ბრიტანელმა არტისტმა Banksy-მ დაადასტურა, რომ ნოტინგჰემში შესრულებული ახალი ნამუშევრის ავტორი თვითონ არის.
სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა შენობის კედელზე გრაფიტი შენიშნა - გოგო ჰულაჰუპით. ნამუშევრის გვერდით კი ველოსიპედი იდო, რომელსაც ერთი ბორბალი აკლდა.
მიუხედავად იმისა, რომ გრაფიტის ავტორი უცნობი იყო, ხალხის უმრავლესობამ ეჭვი სწორედ Banksy-ზე მიიტანა. შაბათს კი თავად არტისტმაც დაადასტურა, რომ ის მას ეკუთვნოდა.
მან Instagram-ზე გრაფიტის ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუწერია, რასთან დაკავშირებით გადაწყვიტა მისი დახატვა.