Banksy

BANKSY-ს ახალმა ნამუშევარმა სახლის ღირებულება 4.7 მილიონი დოლარით გაზარდა

ბრისტოლში მცხოვრები მაკინების ოჯახი სახლს 340 000 დოლარად ყიდდა, სანამ Banksy-მ შენობის კედელზე გრაფიტი არ დახატა და სახლის ღირებულება ერთ დღეში 5 მილიონ დოლარამდე არ გაიზარდა.

"როდესაც იღვიძებ და გაზეთებში წერია, რომ შენი სახლის ღირებულება 5 მილიონი დოლარია, კარგად უნდა დაფიქრდე რას შვები... თუმცა, ეს არაფერს ცვლის". – თქვა ნიკ მაკინმა.

მისი თქმით, ოჯახი სახლის გაყიდვას მაინც აპირებს, რის გამოც მათ შეურაცხყოფას აყენებენ და სოციალურ ქსელებში საკმაოდ უსიამოვნო კომენტარების წაკითხვა უწევთ.

ნიკ მაკინი BBC-სთან ყვება, რომ გრაფიტის დასაცავად მან სიგნალიზაციის სისტემა დააყენა და ასევე ითხოვს, რომ გრაფიტი დარჩეს იქ, სადაც არის.

"ვფიქრობთ, რომ ნამუშევარი დაცული უნდა იყოს და დარჩეს იქ, სადაც არის. თუ აუცილებლად სადმე "გადასატანია", მაშინ მუზეუმში ან ქალაქ ბრისტოლის საბჭოში წაიღონ, სადაც თავის პირვანდელ მდგომარეობას შეინარჩუნებს და უსაფრთხოდ იქნება". – თქვა ნიკ მაკინმა.

Banksy-მ 10 დეკემბერს თავის ინსტაგრამზე გრაფიტის სურათები გამოაქვეყნა, რითიც დაადასტურა, რომ ის მას ეკუთვნოდა.

ნამუშევარში "ასაკოვანი ლედი აცემინებს" და სავარაუდოდ, არტისტი ამით ახალი კორონავირუსის პანდემიას ეხმაურება.

კომენტარები