კორონავირუსი

სლოვაკეთში კორონავირუსის ზომები შემსუბუქდა, სხვადასხვა ბიზნესი მუშაობას აგრძელებს

6 მაისს სლოვაკეთში მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნების ტერასები, სალონები და სხვა ბიზნესები გაიხსნა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამიერიდან დამსწრეთ მცირე რიცხვით დაშვებულია რელიგიური მსახურებები და ქორწილები.

სლოვაკეთში პატარა მაღაზიები 22 აპრილს გაიხსნა.

პერმიერმინისტრ იგორ მატოვიკის განცხადებით, 20 მაისიდან სავაჭრო ცენტრები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება

ეკონომიკის გახსნის ბოლო ეტაპით კი გაიხსნება სკოლები, ბაღები, დაშვებული იქნება მასობრივი შეკრებები და სპორტული ღონისძიებები. 

სლოვაკეთში გასული 11 დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები 10-ზე მეტი არ დადასტურებულა. 

ქვეყანაში ახალი ვირუსით ინფიცირების 1 429 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, 25 ადამიანი გარდაიცვალა.

სლოვაკეთს მის მეზობლებთან შედარებით ვირუსის ნაკლები შემთხვევები აქვს. ქვეყანამ სწრაფად იმოქმედა და ვირუსის შესაკავებლად ზომები მიიღო. სლოვაკეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც საერთაშორისო მოგზაურობა აკრძალა, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებისთვის 14-დღიანი კარანტინი დააწესა, საჯარო სივრცეებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. 

სლოვაკეთის მიერ კორონავირუსის გამო მიღებული ზომების გამო ცენტრალური ბანკი ვარაუდობენ, რომ 2020 წელს მშპ 5.8%-დან 13.5%-მდე შემცირდება.

კომენტარები