საგანგებო მდგომარეობა

კაპანაძე: დღეს არსებული მდგომარეობით, საგანგებოს გაგრძელების აუცილებლობა არ დგას

ტაბულა

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საგანგებოს გაგრძელების აუცილებლობა არ დგას. პარტიის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, სწორედ ამიტომ არ დაუჭირა პარტიამ მხარის საგანგებო მდგომარეობის მეორე ვადით გაგრძელებას.

"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება, ეტაპობრივად, მაგრამ სწრაფად მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც დღეს უკვე გაუმართლებელია და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს", - ამბობს კაპანაძე.

ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგაც გაგრძელდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაა მისაღები, რომლითაც საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ერთი თვითაც რომ გახანგრძლივდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მოესწრება.

კომენტარები