ახალი კორონავირუსი საქართველოში

ჭიაბერაშვილი: საჭიროა ანტისხეულებზე ტესტების კლასტერულად ჩატარება, რომ ვიცოდეთ, რას ველოდოთ

როცა ინფექცია მასშტაბს იკრებს, აუცილებელი ხდება, ეპიდსურათს ზუსტად ვხედავდეთ აგრეთვე იმით, რომ თუ მთელ საქართველოში არა, კლასტერულად მაინც ჩავატაროთ ტესტები ანტისხეულებზე. მაგალითად, ასე ჩაკეტილ მარნეულში გავზომოთ, დღეს რამხელა გვაქვს ინფექციის გავრცელების დონე. ეპიდემიოლოგები ალბათ დამეთანხმებიან, თუ მხოლოდ PCR ტესტებით ვივლით, უსიმპტომო შემთხვევებს ვერ დავიჭერთ, ასევე ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს ეს დაავადება და სისხლში ანტისხეულები აქვთ. ანტისხეულებზე ტესტების კლასტერულად ჩატარება მოგვცემს უფრო ნათელ სურათს, რას შეიძლება ველოდოთ სხვა რაიონებში, რომელთა ჩაკეტვაც მოგვიწია.

თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები