ბრიტანეთი

ბორის ჯონსონმა და კერი საიმონდსმა ვაჟს ვილფრედ ლოური ნიკოლასი დაარქვეს [ფოტო]

კერი საიმონდსმა მისი და ბორის ჯონსონის პირველი ვაჟის სურათი და სახელი სოციალურ ქსელში გააზიარა.

წყვილმა პირველ შვილს ვილფრედ ლოური ნიკოლას ჯონსონი დაარქვა.

მათ ვილფრედი ბორის ჯონსონის ბაბუის, ხოლო ლოური კერი საიმონდსის ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს. 

"ნიკოლასი ექიმ ნიკ პრაისის და ექიმ ნიკ ჰარტის გამო დავარქვით - ორი ექიმი, რომლებმაც გასულ თვეს ბორისის სიცოცხლე გადაარჩინეს", - წერს კერი საიმონდსი.

საიმონდსმა ბრიტანეთის ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის (NHS) "გასაოცარ" გუნდს მადლობა გადაუხადა - "მე უფრო ბედნიერი ვერ ვიქნები. ჩემი გული სავსეა".

ბრიტანეთის პრემირმინისტრის ვაჟი 29 აპრილს, დილით, 9 საათზე დაიბადა.

55 წლის ბორის ჯონსონი და 31 წლის კერი საიმონდსი პირველი დაუქორწინებელი წყვილი გახდა, რომელიც გასული წლიდან პრემიერმინისტრის სახლში - დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში ცხოვრობს.

ამასთან, კერი საიმონდსი, ბოლო 173 წლის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორია.

ბრიტანეთის პრემიემრინისტრი, ბორის ჯონსონი, სამსახურს 27 აპრილს დაუბრუნდა. მას ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. მაშინ ჯონსონმა თქვა, რომ მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და მთავრობის მართვას თვითიზოლირებული გააგრძელებდა. მოგვიანებით, 5 აპრილს, ბორის ჯონსონს ვირუსის მიმდინარეობა დაუმძიმდა და ის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. საავადმყოფო მან ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ დატოვა.

კომენტარები