ბრიტანეთი

ექიმების რჩევით, მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე დასასწრებად არ გაემგზავრება

getty images

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება. როგორც ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა თქვა, ორსულ მეგან მარკლს ექიმებმა მისცეს რეკომენდაცია, არ იმგზავროს. 

ოფიციალური განცხადების მიხედვით, პრინცი ჰარი დაკრძალვას დაესწრება. 

პრინცი ფილიპის დაკრძალვა მომავალ შაბათს, 17 აპრილს იქნება. დაკრძალვაზე დასწრებას, კორონავირუსის პანდემიის გამო, 30-ზე მეტი ადამიანი ვერ შეძლებს.  

პრინცი ფილიპი გუშინ, 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო თებერვალში პრინცი ფილიპი ედუარდ მეშვიდის სახელობის ლონდონის საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ კი კარდიოლოგიური პროცედურის გასაკეთებლად წმინდა ბართლომეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 16 მარტს, 28-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ის გამოწერეს.

პრინცი ფილიპი და ელიზაბეტ მეორე 1947 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავთ.

კომენტარები