რუსეთი

ზახაროვამ ნავალნი დებატებში გამოიწვია, თანხმობის მიღების შემდეგ კი უკან დაიხია

მარია ზახაროვა / ალექსეი ნავალნი

30 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დებატებში გამოიწვია.

ნავალნი რუსეთის მთავრობას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ რუსი ტურისტების უცხო ქვეყნებში არიან დარჩენილი და დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ნავალნი მიწვევას დათანხმდა და დებატები 1 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. ზახაროვა და ნავალნი განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ.

ზახაროვამ თქვა, რომ ნავალნიმ პირობები წამოაყენა, მათ შორის მოდერატორის მონაწილეობა და მხოლოდ კონკრეტულ თემებზე საუბარი. ზახაროვამ ნავალნის ლაჩარი უწოდა.

თავის მხრივ, ნავალნიმ თქვა, რომ დებატებზე უარი ზახაროვამ თქვა, ის მოდერატორის მონაწილეობას არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა. ნავალნის თქმით მოდერატორის გარეშე დებატები უცნაურია, თუმცა ამაზეც თანახმაა.

ნავალნის განცხადების შემდეგ ეხო მასკვიმ მხარეებს შესთავაზა დებატები მათთან გამართულიყო, თუმცა ზახაროვამ თქვა, რომ ამას აღარ აპირებს.

კომენტარები