კორონავირუსი

WHO: ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ პლაქვენილს ან სხვა წამალს Covid-19-ის განკურნვა შეუძლია

REUTERS/Lindsey Wasson

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ქლოროქინს, იგივე პლაქვენილს, ან სხვა წამალს Covid-19-ისგან განკურნება ან მისი თავიდან აცილება შეუძლია.

ორგანიზაციის განცხადებით, ქლოროქინის არასწორმა გამოყენებამ, შეიძლება, სერიოზული გვერდითი ეფექტი, დაავადება ან სიკვდილიც გამოიწვიოს.

ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის არცერთი წამლისთვის აქვთ მინიჭებული ახალი კორონავირუსის სამკურნალო ლიცენზია. 

WHO წერს, რომ ამჟამად რამდენიმე წამალი კლინიკურ ცდებს გადის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქლოროქინი, იგივე პლაქვენილი, COVID-19-ის სამკურნალო წამლების სიიდან წაშალა. საფრანგეთში ინფიცირებულ 43 პაციენტს, რომლებსაც ქლოროქინით მკურნალობდნენ, გულის სხვადასხვა სიმძიმის პრობლემები შეექმნა. პაციენტების ინტოქსიკაციის შემთხვევები გამოვლინდა ნიგერიაშიც.

29 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაავადების 3 190 567 შემთხვევა დადასტურდა. 225 857 პაციენტი გარდაიცვალა. 986 706 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები