კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში 27 აპრილიდან ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 27 აპრილიდან ქალაქში არსებული ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენტაციების სრული დაცვით განხორციელდება: 

  • ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა.
  • მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები.
  • მკაცრად იქნება დაცული დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში.
  • ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი.
  • ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია.
  • სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე.

"რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს"- აცხადებენ ბათუმის მერიაში. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან აგრარულ ბაზრებთან ერთად მანქანების გადაადგილება და ონლაინ ვაჭრობაც აღდგება

თუ როგორ მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები - მთავრობის გეგმა ნახეთ აქ. 

კომენტარები