საგანგებო მდგომარეობა

შსს-მ ბოლო 24 საათში ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 65 პირი დააჯარიმა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 85 პირი დააჯარიმეს. 

24 აპრილის 21:00 საათიდან 21 აპრილის 06:00 საათამდე სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 65 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შსს-ის ცნობით, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 20 პირი დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის - 15 000.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, ანუ 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.

აქვე, მმართველი გუნდის წარმომადგელები ამბობენ, რომ ეს სანქციები სამართლიანია და ამ მომენტისთვის არანაირი მსჯელობა ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

კომენტარები