საგანგებო მდგომარეობა

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის კიდევ 114 პირი დააჯარიმა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 114 პირი დააჯარიმეს. 

23 აპრილის 21:00 საათიდან 21 აპრილის 06:00 საათამდე სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ომენდანტის საათის დარღვევისთვის 59 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შსს-ის ცნობით, მათ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 24 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის - 30. ასევე ერთი პირი დაჯარიმდა თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის - 15 000.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან, ანუ 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით შსს-ს მიერ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 15 714 000 ლარი შეადგინა.

აქვე, მმართველი გუნდის წარმომადგელები ამბობენ, რომ ეს სანქციები სამართლიანია და ამ მომენტისთვის არანაირი მსჯელობა ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

კომენტარები