ახალი კორონავირუსი საქართველოში

შსს: ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 56 მოქალაქე დაჯარიმდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 102 პირი დაჯარიმეს.

უწყების ცნობით, 21 აპრილის 21:00 საათიდან 22 აპრილის 06:00 საათამდე სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდატის საათის დარღვევისთვის 56 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 10 მოქალაქე დაჯარიმდა, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის - 36.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის - 15 000.

საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით 8 665 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები