ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 46 ინფიცირებულიდან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, 46 ინფიცირებული პაციენტიდან, 17-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, კრიტიკული 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და შესაძლებელია, ისინი მძიმე პაციენტებად მოვიაზროთ.

შესაბამისად, ინფექციურში მყოფ 14 მძიმე პაციენტს დაემატა ხსენებული ორი და გუშინ მიღებული ერთ-ერთი პაციენტი პნევმონიით, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა. სულ კლინიკაში 17 ისეთი პაციენტია, რომელთა ჯანმრთელობის მგომარეობაც შეიძლება შეფასდეს მძიმედ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები