კრიმინალი

ჩხოროწყუში მამაკაცმა აღდგომის ღამეს და და მეზობელი დაჭრა

flickr

სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მამაკაცმა აღდგომის ღამეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მეზობელი და საკუთარი და დაჭრა. 

დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები