აღდგომა 2020

პრეზიდენტი: მადლობა იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რაც გუშინ ერმა გამოიჩინა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და გუშინდელი დღის გამო მადლობას უხდის.

"მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!" - წერს პრეზიდენტი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო გამოცხდებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. ხალხი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. 

დისტანცია აზრსმოკლებულია, რადგან მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ. მიუხედავად ამისა, მორწმუნეების ნაწილი ფორმალურ წესებსაც არ ემორჩილება. ზოგიერთ ტაძარში იყო ხალხმრავლობა და ირღვეოდა დისტანცია. 

საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, ამიტომ მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე მივიდა და 06:00 საათამდე დარჩა. 

კომენტარები