აღდგომა 2020

ბაქრაძე: აღდგომა სიცოცხლის, სინათლის და იმედის გამარჯვების დღესასწაულია, უნდა ვიყოთ მტკიცედ

მინდა ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და თითოეულ ოჯახს ვუსურვო, ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიმშვიდე. გისურვებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე ყველაფერი კარგად ყოფილიყოს. 

ძალიან უჩვეულო და რთულ პირობებში გვიწევს წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა, ჩვენ ყველა ვართ ჩართული ბრძოლაში, იმ უხილავ მტერთან, რომელიც ემუქრება ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვალთ. უნდა ვიყოთ მტკიცედ, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ არცერთი სხვა დღე არ არის ისეთი სიმბოლური, როგორც აღდგომა, რომელიც არის ყველაზე დიდი დღესასწაული სიცოცხლის, სინათლის და იმედის გამარჯვების. უნდა ვიყოთ მტკიცედ და ყველაფერი კარგად იქნება.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

კომენტარები