აღდგომა 2020

ეპისკოპოსი ნიკოლოზი: მადლობა პატრიარქს, ძალიან საინტერესოდ განმარტა ზიარების მნიშვნელობა

ინტერპრესნიუსი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, პატრიარქის ეპისტოლეს აფასებს და ამბობს, რომ მან "ამომწურავად" ისაუბრა ზიარების მნიშვნელობაზე. 

ეპისკოპოსი ირმწუნება, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე ტაძრებში რეკმენდაციები დაცული იყო. 

"ასე ამომწურავად, ასე დამაჯერებლად, ზიარების არსობრივი მნიშვნელობა... ანუ ქრისტეს სისხლის და ხორცის, მე პირდაპირ არ მახსოვს. მინდა, რომ ყველას, განსაკუთრებით პატრიარქს, მადლობა ვუთხრა. ძალიან საინტერესო იყო ზიარების მნიშვნელობის განმარტება, მისი ცხოველმყოფელი, სიცოცხლის მომნიჭებელი ძალა... ძნელია, როცა წირვაზე დგახარ, შეიძლება გაიწიო, შემთხვევით მიუახლოვდე, სტიქაროსნები დადიოდნენ და აფრთხილებდნენ. მე, როგორც სასულიერო პირი, ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი წესრიგით, რომელიც ტაძარშია", - ამბობს ეპისკოპოსი ნიკოლოზი. 

პატრიარქის გუშინდელ სააღდგომო ეპისტოლეში წერია, რომ ზიარების გარეშე ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო გამოცხდებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მაინც მრევლთან ერთად ჩატარდა. ხალხი ერთი კოვზით ეზიარა. გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. 

დისტანცია აზრსმოკლებულია, რადგან მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ. მიუხედავად ამისა, მორწმუნეების ნაწილი ფორმალურ წესებსაც არ ემორჩილება.

საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, ამიტომ მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე მივიდა და 06:00 საათამდე დარჩა. 

კომენტარები