აღდგომა 2020

ცერცვაძე აღდგომის წირვაზე დამსწრეებზე: თუ თვითიზოლაციაში წავლენ, საფრთხეს 0-მდე დაიყვანენ

ამ პიროვნებებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმების მოწოდებები და მაინც მივიდნენ [ტაძრებში], არა მგონია, ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ, რომ თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც, შესაძლოა, მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში.

მე მაინც ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი და იმ კადრებზე, რომელსაც ვხედავ, არის მცდელობა, არა იდეალური დაცვა, სოციალური დისტანციისა. მაინც მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. დღეს წყდება ბევრი რამე. ხვალ და ზეგ არ უნდა გავიდეთ სასაფლაოებზე. დღეს ვინც იყო ეკლესიაში, ხვალ ეს რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. ეს გამოჩნდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.

თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობისაგან განსხვავებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სააღდგომო წირვაზე მრევლი დაუშვა.

კომენტარები