ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: მიღებული 101 პაციენტიდან 50-ზე მეტი გამოჯანმრთელდა - კარგი მაჩვენებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ცნობით, კლინიკაში მიღებული 101 პაციენტიდან 50-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, რაც, ისივე განმარტებით, კარგი მაჩვენებელია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცრებული 34 პაციენტიდან 6 ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, მატ შორის ერთერთი მოზარდია.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პირი მკურნალობს.

17 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 370 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან გამოჯანმრთელდა 79, ხოლო 3 გარდაიცვალა.

საკარანტინო რეჟიმში  რჩება 5 035 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 540.

კომენტარები