პოლონეთი

პოლონეთის პარლამენტმა აბორტზე აკრძალვების გამკაცრების კანონის კენჭისყრა გადადო

Reuters

პოლონეთის პარლამენტმა აბორტზე აკრძალვების გამკაცრების კანონის კენჭისყრა გადადო. კანონპროექტი საპარლამენტო კომისიას შესწორებებისათვის გადაეგზავნა.

კანონპროექტი ფიზიკური ნაკლის, ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტის გაკეთებას კრძალავს და ითვალისწინებს სასჯელს სკოლებში სექსუალური განათლების მიცემისთვის. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თქვა, რომ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში აბორტის გაკეთება "შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების მკლელობაა" და ის კანონს ხელს მოაწერდა, თუ პარლამენტი დაამტკიცებდა.

ვარშავის ქუჩებში ქალებმა ინიციატივა გააპროტესტეს. ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული წესების გათვალისწინებით, ქალები საკუთარი ავტომობილებიდან და ველოსიპედებიდან მართავდნენ აქციას.

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ რადგან ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჯარო შეკრებები აკრძალულია, ხელისუფლება ცდილობს, დრო იხელთოს და კანონპროექტი გაიტანოს.

კომენტარები