კორონავირუსი და ეკლესია

დეკანოზი გალდავა: ათასობით ადამიანი რომ გარდაიცვალოს, რა დღესასწაული იქნება ეს?

ძალიან რთული დილემის წინაშე ვართ. იმას, რასაც ეს ხალხი [ექიმები] გვიხატავს… დღეებია არ მძინავს და ძალიან ცუდად ვარ. როგორ შეიძლება, ამის შემხედვარემ ამას არ მოუსმინო და სხვანაირად ფიქრობდე და გადაწყვიტო...

დიდ ტაძრებში, სადაც იყო ეს რეკომენდაცია, ძალიან მკაცრად დაიცავენ ალბათ ყველაფერს. ამდენი შეზღუდვაა, ალბათ ძალიან ცოტა მრევლი მივა და მრევლიც ცოტა ხელს შეუწყობს ეკლესიას, ნაკლებად მივა და იდღესასწაულებს. გადაიწევა ეს დღესასწაული…

დღესასწაული გულშია, სიხარული გულშია და თუ ამხელა გაფრთხილებების უგულებელყოფის ხარჯზე ხდება შენი დღესასწაული, რაღა აზრი აქვს? თუ მთელი საქართველო გაბრაზებული და უნდობლობით გიყურებს, როგორ უნდა ვიდღესასწაულოთ ჩვენ, თუ ჩვენი მრევლი, რომელიც დარჩენილია სახლში, მათ გულს გავუტეხავთ... და ის ხალხი, ვინც იბრძვის და გვეხვეწება, ნუ ჩავარდებით ისეთ მდგომარეობაში, რომ ვეღარ ვმართოთ სიტუაცია, და ათასობით ადამიანი გარდაიცვალოს, რა დღესასწაული იქნება ეს, რომელი სიცოცხლის გამარჯვება იქნება სიკვდილზე?

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ტვ პირველის ეთერში საუბრობს სააღდგომო ღამის ლიტურგიაზე ტაძრებში მრევლის თავშეყრაზე.

კომენტარები