კორონავირუსი

ექიმი: თავყრილობაზე 2000 ადამიანი იქნება თუ 300, საკმარისია კორონავირუსული გენოციდისთვის

ნუ ჩაგვიყრიან წყალში ამდენ ნაშრომს. ორი თვის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს არ უძინია, ასეა მთელი ჯანდაცვის სისტემა. ერთი რაღაცა შეხვედრის, იმის გულისთვის, რომ თავყრილობა გაიმართოს და იქ 2000 ადამიანი იქნება, 1500 თუ 300, ესეც საკმარისი იქნება ქართველი საზოგადოებისათვის, რომ რაღაცნაირად კორონავირუსული გენოციდი მოვაწყოთ. ძალიან რთულია. დამერწმუნეთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, თითქმის შეუძლებელს და ამ დროს გამოდის, რომ არასახელმწიფოებრივი, არასაზოგადოებრივი დამოკიდებულების გამო, ამ ყველაფერს ხაზი [უნდა] გადაუსვათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე, TV პირველის ეთერში. კორონავირუსის შიდა გავრცელების და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ გრძელდება და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებენ. აღდგომის ღამეს ეკლესიებში წირვა მაინც აღევლინება. კომენდანტის საათის დასაცავად კი, მრევლი ეკლესიებში დილის ექვს საათამდე დარჩება. ამ შეთანხმებას მთავრობა ოქროს შუალედს უწოდებს.

კომენტარები