კორონავირუსი

ეზუგბაია: კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამდენიმეს საკითხი ხვალ გადაწყდება

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ორ პაციენტს განმეორებითი ტესტირებით კორონავირუსი აღარ აქვს.

"კიდევ რამდენიმესთან, პირველ ეტაპზე, ტესტი უარყოფითია, გავიმეორებთ 24-საათიანი ინტერვალით და მათი გამოჯანმრთელების საკითხიც ხვალ გადაწყდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გყავდა 69 გამოჯანმრთელებული და გახდა 71"- ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა სამი ადამიანი.

კომენტარები