კორონავირუსი და ეკლესია

მამა ანდრია: საპატრიარქო ეკლესიას თამაშში ითრევს, ადამიანები სიკვდილის რისკის ქვეშ დგანან

თუ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების წესი არ შეიცვლება და ადამიანები წირვაზე მივლენ, ეს იქნება სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმა, ხარაკირის ტოლფასი. საკუთარ თამაშში ითრევს საპატრიარქო ეკლესიას, მე ამას ვხედავ და ძალიან სამწუხაროა. ეკლესია ასეთ თამაშში არ უნდა შედიოდეს... როცა გეუბნებიან რომ სახლში დარჩე, რადგან შესაძლოა, ათასობით ადამიანი დაინფიცირდეს და ვერ გადაურჩები და არის უდიდესი რისკი. შენ კი ადამიანებს სთავაზობ სკამებს, თუმცა მაინც ერთად შეიყრებიან. 3 ადამიანის თავშეყრა იკრძალება, რა მნიშვნელობა აქვს ტაძრის შიგნით იქნებიან თუ გარეთ. შესაბამისად, სახელმწიფო ამაზე თუ წავიდა, მე ვფიქრობ, რომ ვერ და არ წავა, რადგან რეალურად, დაიშლება სახელმწიფო, ფაქტობრივად ეს იქნება იმ ადამიანების სიკვდილის რისკის ქვეშ დაყენება. 

მღვდელმონაზონი ანდრია სარია რუსთავი 2-თან საარდგომო ლიტურგიაზე საუბრობს. მამა ანდრია დეკანოზ შალვას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ აღდგომის ღამეს დისტანცია იქნება დაცული. მისივე თქმით, შენობასაც ამზადებენ, სადაც "შესაძლებელია, 2000-მდე ადამიანი დაეტიოს. მათთვის მზადდება სკამებიც".

კომენტარები