კორონავირუსი და ეკონომიკა

IMF: მოსალოდნელია საქართველოს მშპ-ს 4%-ით ვარდნა, ბიუჯეტის დეფიციტის 8.5%-მდე ზრდა

www.thehindu.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4%-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ს 8.5%-მდე გაიზრდება.

"მოსალოდნელია, რომ რეალური მშპ 2020 წელს 4%-ით შემცირდება, თუმცა პროგნოზი ჩვეულებრივზე მეტადაა მოცული გაურკვევლობით. ვაჭრობის შეფერხება, ტურიზმის შეწყვეტა და შესუსტებული გადმორიცხვები კი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, სავარაუდოდ, მშპ-ს 11,33%-მდე გაზრდის," - ვკითხულობთ სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის განცხადებაში.

როგორც IMF-ში ამბობენ, საქართველოს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად 2020-21 წლებში 1.6 მილიარდი დოლარის მობილიზება დასჭირდება, რასაც ნაწილობრივ დააფინანსებს როგორც სავალუტო ფონდი, ისე სხვა დონორი ორგანიზაციები.

სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა უკვე შეუთანხმდა საქართველოს მთავრობას 450 მილიონი დოლარის გამოყოფაზე. გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ მაისის დასაწყისში უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები