ეს შეზღუდვები მით უფრო მალე გაივლის, რაც უფრო დავემორჩილებით მოთხოვნებს და რეკომენდაციებს.
საგანგებო მდგომარეობა, საკარანტინო მოთხოვნები და კომენდანტის საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი "მაგრამ" ამ შემთხვევაში არ განიხილება და არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება...
ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში, დაიცვას კანონი, მეტიც, მე მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის. მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა და სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
დღეს ისე როგორც არასდროს ყველას გვჭირდება ერთად დგომა, სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ





