კორონავირუსი

დონალდ ტრამპი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კორონავირუსზე ვიდეოკონფერენციას გამართავს

Washington Post

14 აპრილს თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ვიდეოკონფერენციას გამართავს, რათა კორონავირუსის გავრცელებაზე ქვეყნების მიერ ეროვნული რეაგირება განიხილონ.

თეთრი სახლი წერს, რომ ერთიანი მუშაობით, დიდი შვიდეულის ქვეყნები კრიზისის მოსაგვარებლად მთელი საზოგადოების ჩართულობით სხვადასხვა სფეროს შეეხებიან, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემა, ფინანსები, ჰუმანიტარული დახმარება, მეცნიერება და ტექნოლოგია.

დიდი შვიდეულის შვიდივე ქვეყანაში - აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, კანადაში, იაპონიაში და გერმანიაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები დიდია.

უცნობია, ბრიტანეთის პრმეიერმინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც 12 აპრილს გაწერეს საავადმყოფოდან, შეძლებს თუ არა ვიდეოკონფერენციაზე ჩართვას. ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა, 9 აპრილს ბორის ჯონსონს ვირუსის მიმდინარეობა დაუმძიმდა და იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

ტრამპი დიდი შვიდეულის ამ წლის სამიტის გამართვას კემპ დევიდში ივნისში აპირებდა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო, ქვეყნები ვიდეოშეხვედრებს მართავენ. 16 აპრილის ვიდეოკონფერენცია 16 მარტის ვირტუალური შეხვედრის გაგრძელებაა, როდესაც დიდ შვიდეულის ქვეყნებმა კორონავირუსის დასამრცხებლად ამ ფორმატით პირველად გამართეს შეხვედრა - ვიდეოკონფერენციაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე ითანამშრომლებენ.

ივნისის ვიდეოკონფერენციამდე, მაისში კიდევ ერთი მსგავსი ვიდეოშევედრაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაოკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ვიდეო კონფერენციაზე ვუხანის ვირუსზე, კორონავირუსზე ჩინეთის საერთაშორისო დეზინფორმაციის კამპანია განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი ინფორმაციის დამალვაში ან მისი გაზიარების გაჭიანურებაში.

კომენტარები