[აღდგომასთან დაკავშირებით] კონსულტაციები საპატრიარქოსთან პირველი პირების მღვდელმთავრების ჩართვით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მე დარწმუნებული ვარ, ის ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართმომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების.
მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სახელმწიფო იძლევა - გვაქვს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კანონით გამოცხადებული. ჩვენ ვიბრძოდით დიდხანს, რომ ყოფილიყო სამართლებრივი ქვეყანა, სამართლებრივი ქვეყანა გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესი კანონია, ჩვენ ყველა კანონს ვემორჩილებით, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე, ყველა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია, ამიტომ კანონი უნდა იყოს დაცული ყოველთვის და განსაკუთრებით ამ პერიოდში, რომ როგორმე შედარებით რბილად გავიაროთ ეს ორი-სამი კვირა და ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას, რომ არ მივიღოთ ათასობით დაინფიცირებული





