ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: მძიმე პაციენტებიდან განსაკუთრებით პრობლემურია 2 პირი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი მძიმე პაციენტებიდან განსაკუთრებით პრობლემურია 2 პირი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია და მძიმედ რჩება.

"დანარჩენი პაციეტები მძიმე პნევმონიით ჯერჯერობით სტაბილურად არიან, მათთან არ შეიმჩნევა მდგომარეობის დამძიმება, ექვემდებარებიან არსებულ მკურნელობას", - ამბობს ეზუგბაია.

ინფექციურში, ამ დროის მონაცემებით, 86 პაციენტია მოთავსებული, აქედან 40 პირს დადასტურებული აქვს ახალი კორონავირუსი. კლინიკიდან გაწერეს გამოჯანმრთელებული 41 პირი.

14 აპრილის საღამოს მონცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 296 შემთხვევა, აქედან 69 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4 856 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 458.

კომენტარები