ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: დაგვემატა 2 პაციენტი, ერთი მარნეულის წყაროდან, მეორე ჩვენს ცენტრში დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი დაემატა. ერთერთი მათგანი მარნეულის წყაროდანაა, ხოლო მეორეს, დღეს კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შემდეგ დაუდგინდა COVID 19 და მისი ინფიცირების წყარო დგინდება.

ინფექციურში, ამ დროის მონაცემებით, 86 პაციენტია მოთავსებული, აქედან 40 პირს დადასტურებული აქვს ახალი კორონავირუსი. კლინიკიდან გაწერეს გამოჯანმრთელებული 41 პირი.

ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო მძიმე პაციენტებიდან განსაკუთრებით პრობლემურია 2 პირი, რომელთა მდგომარეობა უცვლელია და მძიმედ რჩება.

14 აპრილის საღამოს მონცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 296 შემთხვევა, აქედან 69 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4 856 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 458.

კომენტარები