კორონავირუსი და ეკლესია

კობახიძე: სემინარისტები და მღვდლები უნდა აჯანყდნენ, პატრიარქი უკვე სისხლშია, გააჩერონ

სემინარისტებს მინდა მივმართო, თქვენ თუ მღვდლობა გინდათ, თავი უნდა დადოთ. მამაძაღლობით და კონფორმიზმით როგორ უნდა მოიპოვო ეს? მერე უნდა აქნიო საცეცხლური და მიიტანო ის რაღაც კაპიკები, რომ აჭამო ბავშვებს. მაშინ წადი სხვაგან, რა. ახლა უნდა აჯანყდნენ სემინარისტები, უნდა აჯანყდნენ მღვდლები, იმ საბა ინწკირველმაც უნდა მოუწოდოს პატრიარქს, მის ძმიშვილს, იმიტომ, რომ მაგის კაცია იქ. იქ ხომ ყველა ყველას კაცია. კლანია, მაფიოზური ბანდაა, რომელიც უკვე ხალხს ხოცავს, თორემ იყოს ბანდა, მე არ მაქვს პრობლემა, ჯანდაბას ჩემი თავი. არ დახოცონ ხალხი, ჯერ ეს გააკეთონ. 

პატრიარქს რომ უყურებთ, უკვე სისხლშია და სანამ ჩაიხრჩობა იმ სისხლში, გააჩეროს, რა. გააჩეროს! ნუ დახოცავს ხალხს.

ამის შესახებ თეოლოგმა, ბასილ კობახიძემ, ტაბულას ეთერში, გადაცემა "საუბარი რელიგიაზე" ისაუბრა. გადაცემა პანდემიის პირობებში ეკლესიიდან მომავალ საფრთხეს ეხებოდა. პანდემიისა და მკაცრი საკარანტინო პირობების მიუხედავად, საქართველოს ეკლესიებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივ გრძელდება. გრძელდება ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკაც.

კომენტარები