ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

პროკურორი მტკიცებულებებზე: ოქრუაშვილი აქციაზე ამბობდა "წავიდეთ, წავიდეთ"

TV Pirveli

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა ამბობს, რომ ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციაზე, დაახლოებით, "30-კაციან ჯგუფს მართავდა" და მათ "მოუწოდებდა", პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ. 

"ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოჩანაწერი გამოვიკვლიეთ სასამართლოში, ასევე გამოვიკვლიეთ დასკვნა, რომლის მიხედვით, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს ფრაზას "წავიდეთ, წავიდეთ" დროის იმ მონაკვეთში, როდესაც პარლამენტზე შტურმი მიმდინარეობდა,"- ამბობს ვაჟა თოდუა. 

20 ივნისის აქციის საქმეზე დღეს, 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. 

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, რომ შეხვედრაზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გავრებზე საუბარი არ ყოფილა. 

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე რომ ისაუბრეს ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

კომენტარები