ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წარუდგინეს - ადვოკატი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ოქრუაშვილთან გამომძიებელი შესულა და 2 წლის წინანდელ, რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე ბრალი წაუყენებიათ [...] სამეზობლოში რაღაც შელაპარაკებაზე [...] დეტალები არ ვიცი, საქმეში ჩავერთვები და გავარკვევ". - თქვა ჭაბაშვილმა.

14 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ცნობისთვის, 8 აპრილს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა.

კომენტარები