მოცემულ შემთხვევაში შეფასდა ბრალდებულის პიროვნება, მისი ქმედება, მისი დამოკიდებულება როგორც საგამოძიებო ორგანოსადმი, ისე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, მისი დამოკიდებულება კანონისადმი და კანონიერი მოთხოვნისადმი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა არ გადაიხადა დადგენილ ვადაში გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა, გირაოს თანხის უზრუნველყოფაც არ მოუხდენია მას უძრავი ქონებით, შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალა პატიმრობით.
პირველი, რაც ესე იგი არ შეასრულა მან გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა და ეს უგულებელყოფა იყო მისი მხრიდან მომდინარე. ამის შემდგომ, გარდა ამ მის მიერ დარღვეული ქმედებისა, მისი ქმედება იყო ძირითადი ფაქტორი. როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ იგი არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს ოდენობას. იგი მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოს პირობებს. ბუნებრივია, მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებსაც არ გადაეხადათ აღნიშნული გირაოს ოდენობა და არ შეესრულებინათ განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულებები. [...]
[...] ბრალდების მხარე შეაფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, ბრალდებულის შემდგომ ქცევას, მის დამოკიდებულებას კანონიერი მოთხოვნისადმი და შესაბამის გადაწყვეტილებას, დასაბუთებულს, თავისთავად, წარვუდგენთ სასამართლოს.





