კორონავირუსი და ეკლესია

ვოლსკი: მთავარია, დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ ეკლესია, მრევლი, მაღალი სასულიერო პირებიც

ეკლესიის კარები, რასაკვირველია, არ დაიკეტება. მთავარია, უმაღლესი სასულიერო პირების კურთხევა, დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რომელიც გასცეს საკმაოდ ავტორიტეტულმა ადამიანებმა. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები. მთავარი ამოსავალი წერტილია - დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ ეკლესია, მრევლი და მაღალი სასულიერო პირებიც

პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი TV იმედის ეთერში. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ გრძელდება და მრევლს კვლავ ერთი კოვზით აზიარებენ. პატრიარქი აღდგომის ღამეს, კომენდანტის საათის მიუხედავად, აპირებს წირვის ჩატარებას.

კომენტარები