ჯეფ ბეზოსმა კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო

Getty Images

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, ახალი კორონავირუსის პანდემიისგან დაზარებული ადამიანების დასახმარებლად 100 მილიონი დოლარი გაიღო.

ჯეფ ბეზოსმა თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში "Feeding America" ჩარიცხა, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს საკვებითა და აუცილებელი პროდუქტებით ეხმარება.

"თუნდაც ჩვეულებრივ დროს საკვების უქონლობა ამერიკაში სერიოზული პრობლემაა და სამწუხაროდ Covid-19 ამ ყველაფერს ამწვავებს.

მსურს დავეხმარო მოწინავე ხაზზე მებრძოლ საკვებით მომარაგებაზე ორიენტირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს და Feeding America-ს 100 მილიონი დოლარი გამოვუყო", - წერს ბეზოსი ინსტაგრამზე.

Feeding America-ს დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაზე დიდი შემოწირულობაა, რაც ორგანიზაციას არსებობის მანძილზე მიუღია.

კომენტარები